საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო. თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ.
შეხვედრაში მონაწილეობს საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტი, გურამ როგავა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს