აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ 15 იანვარს დღის 15 საათზე მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, რომ 3 საათით შეწყვიტონ მუშაობა და პროტესტის ნიშნად თავიანთი სამუშაო ადგილის წინ დადგნენ.
მათი განცხადებით, მათი შვილები ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან.
„თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს, 15 იანვარს იფიცება საქართველო“ - აცხადებენ აქციაზე დაკავებულთა მშობლები.