საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს განცხადება

14 იანვარი 2025, 22:50 1160 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ემიჯნება ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას. გამოშვება „მთავარის „ წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ გამოშვების მიმდინარეობისას სტუდიაში უნებართვოდ იმყოფებოდა გარეშე პირი (ეთერ თურაძე რომელიც უნებართვოდ შემოვიდა მაუწყებლის შენობაში), რომელსაც ჩართული ჰქონდა ფეისბუქ ლაივი, რასაც მოჰყვა წამყვანის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში, რაც გახდა მისი აღელვების მიზეზი.
ჩვენ ბოდიშს ვიხდით აღნიშნულის გამო და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში