საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

31 ოქტომბერი 2021, 10:46 889 ნახვა

საქართველოში კოორნავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

​ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5389.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 193 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 784 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 409 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.68%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 658.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი