მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს მიხეილ სააკაშვილი - ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2021, 10:06 1121 ნახვა

მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშილის შიმშილობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი ლიმონათს ყიდულობს და მისი შიმშილობა იმიტირებულია.

„ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის დღეს აპირებს გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რათა თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. სააკაშვილის დაკვეთით ადამიანებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს. ეს არის სამარცხვინო კაცი, რომელმაც უნდა მოინანიოს და არა იშიმშილოს. მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს სააკაშვილი. დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი