საქართველოში კორონავირუსის  4 009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

28 ოქტომბერი 2021, 10:40 874 ნახვა

28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  4 009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5177 პირი.

გუშინ საქართველოში 46 107 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.89%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 732, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 523, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი - 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც: 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 500, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 128, იმერეთში - 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 42 201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 752 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში