ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ვენის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში იასპარეზებს.
29 წლის ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.
რაც შეეხება ქართველს ATP-ის განახლებულ რეიტინგში 25-ე პოზიცია უკავია.
ბასილაშვილი და ბერეტინი ერთმანეთს კარიერაში 5 ჯერ შეხვდნენ.
2 გამარჯვება ნიკამ მოიპოვა, ხოლო 3 ჯერ მოგება 25 წლის მატეოს დარჩა.
ქართულ იტალიური დაპირისპირება ვერნის საერთაშორისო ტურნირზე დღეს თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული.