დღეს ბათუმის საკალათბურთო კლუბი "რუსთავსს" უმასპინძლებს

27 ოქტომბერი 2021, 15:18 296 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ერთი მატჩი გაიმართება.
"ბათუმი" საკუთარ კედლებში "რუსთავსს" უმასპინძლებს.

ბათუმელებმა ახალ სეზონში ორი მატჩი ჩაატარეს და ორივეში დამარცხდნენ. 

ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველი მოგების მოლოდინშია. რუსთაველებმა კი საწყისი ორი ტური გამოტოვეს და ახალ სეზონში ეს მათი პირველი თამაში იქნება.

მატჩი დღეს ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩის ვიდეო-ლაივ ტრანსლაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გადაიცემა. http://gbf.ge/league/superleague/schedule

​კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით, სუპერლიგის თამაშები  მაყურებლების გარეშე ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში