''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა და აქტივისტებმა ბათუმში, ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.