ჩინეთში ახალი კოვიდაფეთქებაა

22 ოქტომბერი 2021, 13:35 201 ნახვა

ჩინეთში კოვიდ-19-ის  ახალი შემთხვევები ზედიზედ მეხუთე დღეა  მატულობს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  28 შემთხვევა დადასტურდა.  ეპიდსიტუაციის გაუარესება   ასაკოვან წყვილს უკავშირდება, რომელმაც  ტურისტების ჯგუფთან ერთად  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში  იმოგზაურა. 

ამ მოგზაურობის დროს მჭიდრო კონტაქტების შედეგად ათობით შემთხვევა გამოვლინდა.

რაიონები, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, იზოლირებულია, ტურისტული ობიექტები, სკოლები და გასართობი ადგილები კი დაიხურა.  ხელისუფლებამ ასობით ავიარეისიც გააუქმა და მასობრივი ტესტირება დაიწყო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში