მეწყრული პროცესები ქედაში. მახუნცეთში გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ხუთი ოჯახი.
წყაროთას უბანთან დამაკავშირებელი გზა ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა დატბორა.
ამის გარდა, ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზები 6 მიმართულებით ჩაკეტა ქედაში.
მეწყერი ჩამოწვა, სოფელ პირველ მაისში, ახო-ჩეტკიძეების მიმართულებით, ხარაულა-არძენაშვილების, გობრონეთი-ზედა გობრონეთისა და წონიარისის საავტომობილო გზის ორ ლოკაციაზე.