დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაიხსნას გრიპზე აცრები ყველა შერჩეული ჯგუფისთვის.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს ,,ტვინდემიასთან'' მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.
მისივე თქმით, ეს ჯგუფებია:
➤ შაქრიანი დიაბეტის მქონდე პირები
➤ დიალიზზე მყოფი პირები
➤ მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები
➤ საოჯახო ტიპის სახლებში მყოფი ბავშვები
➤ ც ჰეპატიტის მქონე ადამიანები
➤ ორსულები
➤ აივ ინფექციის მქონე პირები
➤ 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები
➤ პედაგოგები
➤ ორგანო გადანერგილი პირები
➤ ჯანდაცვის პერსონალი
➤ ვეტერინარიის და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი
➤ საბავშო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა ამ ჯგუფის მოქალქეებს შეუძლია პოლიკლინიკებში მივიდნენ და აიცრან.