რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს ელოდებიან. ნიკოლოზ ყიფშიძიემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს. დღეს სააკაშვილს კიდევ ერთხელ შეხვდნენ უფლებადამცველები და თანაპარტიელები. ადვოკატების თქმით, შიმშილობის მე-18 დღეს სააკაშვილი სუსტად გამოიყურება,თუმცა ბრძოლისუნარიანია.