28 გარდაცვლილი და 4 581 ახალი შემთხვევა - რთული კოვიდვითარება ქვეყანაში

17 ოქტომბერი 2021, 12:46 321 ნახვა

კორონავირუსი ბოლო დღე-ღამეში კიდევ  4 581 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის აჭარაში 161-ს. ვირუსს ბოლო 24 საათში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი.

ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 5000-ს ფარგლებშია, სპეციალისტები  ეპიდემიის დამარცხების ერთადერთ გზად  ვაქცინაციას ასახელებენ, თუმცა აცრის მსურველთა რიცხვი იკლებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში