14 მილიონი ლარი დაიზოგა იმით, რომ არც ერთ საჯარო უწყებაში ე.წ. გიორგობის პრემია არ გაცემულა. ამასთან მიმდინარე წლის ნოემბერში მთავრობამ ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი გასწია - ინფორმაციას სახელმწიფო ხაზინა ავრცელებს. უწყების განმარტებით 100 მილიონი ლარი ჯამში ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ყველა სახელმწიფო თუ მუნიციპალური ორგანიზაციის ბიუჯეტიდან დაიზოგა.