ბათუმში 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტების წინასწარი ინფორმაციით, შენობა უსაფრთხო არ არის. ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა.
ეს ის ტერიტორიაა სადაც რამდენიმე დღის წინ კორპუსი ჩამოიშალა რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.