აფეთქება მეჩეთში

15 ოქტომბერი 2021, 14:01 877 ნახვა

25 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ტერაქტის შედეგად ბიბი-ფატიმას მეჩეთში, რომელიც ავღანეთის სამხრეთში ქალაქ ყანდაარში მდებარეობს.  ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან თვითმკვლელი ტერორისტი დგას.   თავდასხმა  რეგიონის უმსხვილეს შიიტურ რელიგიურ  ნაგებობაზე  განხორციელდა. 

მეჩეთში აფეთქების მომენტში უამრავი ადამიანი  იყო, რომლებიც პარასკევის ტრადიციულ  ლოცვას ესწრებოდნენ. 

ამ დროისთვის ტერაქტის მსხევრპლთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.  მსგავსი ინციდენტი ოქტომბრის დასაწყისში ქაბულში იდჰაგის მეჩეთთან მოხდა. მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში