რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, გუშინ, გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულები პატიმრები არიან.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.