მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შევიდა

13 ოქტომბერი 2021, 17:51 903 ნახვა

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მივიდა. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. დღეს კიდევ ერთხელ მოინახულეს მესამე პრეზიდენტი ადვოკატებმა. ადვოკატების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს. ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ხვალ აქციაზე გავიდნენ. დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია. უკვე მესამე დღეა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში