ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მიზნობრივ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება - ჯანდაცვის სამინისტრო

13 ოქტომბერი 2021, 11:27 944 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მიზნობრივ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვისა და ოჩხამურის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, აჭარის სამმართველოსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ვაქცინაციის აუცილებლობასა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მარათონზე ესაუბრნენ.

"კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს, რომ არ განმეორდეს გასული პერიოდი, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ამისათვის რაიონული დონიდან გადავდივართ, სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებზე. მალე დაიწყება ე.წ. მარათონი საქართველოს დიდ სოფლებში. ყველას ჩართულობით, ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, პედაგოგი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი თუ სხვა აქტიური მოქალაქე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია თითოეულ აუცრელ ადამიანამდე, რათა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია თავიანთი სიცოცხლისა და გარშემომყოფების დასაცავად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციის ირგვლივ მიიღონ ამომწურავი პასუხები.

მარი ზანაქიძის განცხადებით, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ეფექტურია, რომლის შემდგომ ხდება ვაქცინების ადმინისტრირება.

ამ დროისთვის აჭარაში, ჩატარებულია 217 159 დოზა ვაქცინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში