აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
13 ოქტომბრის მონაცემებით დახურულია მხოლოდ ერთი, ხელვაჩაურის საჯარო სკოლა.
სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადასული:
• ბათუმი - 55;
• ქობულეთი -16;
• ხელვაჩაური - 1;
• ქედა - 2;
• შუახევი - 1 კლასი.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს. კოვიდის გამო ორი კვირით დაიხურა 4 ბაღი.
• ბათუმი -1;
• ქობულეთი - 1;
• ქედა - 1;
• ხულო - 1.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 16 ჯგუფში არ მიმდინარეობს სწავლება.
• ბათუმი - 10;
• ქობულეთი - 4;
• ქედა -1.
დღეს აჭარაში კორონავირუსი კიდევ 171 ადამიანს დაუდასტურდა.