იაპონია რუსეთს ულტიმატუმს უყენებს

12 ოქტომბერი 2021, 13:00 709 ნახვა

იაპონიის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის  ფუმიო კისიდას განცხადებით, კურილიის კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება. ამის შესახებ განცხადება ფუმიო კისიდამ ქვეყნის ქვედა პალატაში გამართული დებატების დროს გააკეთა.

„ჩრდილოეთის ტერიტორიებზე ვრცელდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი და მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ. მთავრობა განწყობილია, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს, რათა ამ კუნძულების კუთვნილებასთან დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.  

კისიდამ აღნიშნა, რომ იაპონია რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ტერიტორიული დავის გადაჭრამდე არ გააფორმებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში