გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადება

12 ოქტომბერი 2021, 13:49 674 ნახვა

კოვიდპანდემიამ 100 მილიონზე მეტი ადამიანი გააღატაკა, ოთხ მილიარდზე მეტი სოციალური დახმარების გარეშე დატოვა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ღონისძიებაზე განაცხადა.

"პანდემიამ 100 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო. ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანს პრაქტიკულად არ აქვს სოციალური დახმარება; არ აქვს ჯანდაცვა; არ აქვს შემოსავლების დაცვა, როდესაც მათ ეს სასწრაფოდ სჭირდებათ", - განაცხადა გუტიერეშმა. მისი თქმით, ვაქცინების განაწილების უთანასწორობა მსოფლიოში მილიონობით ახალ სიკვდილის იწვევს და ეკონომიკურ კრიზისს ახანგრძლივებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი