ე. წ-ულ ,,გლოვის კედელთან“ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ისინი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას დილიდან მიდიან.
მიაქვთ სათამაშოები, ყვავილები და ანთებენ სანთლებს დაღუპულების პატივსაგებად. ყველას ერთი ტკივილი, ერთ დღეზე , ერთდროულად გარდაცვლილი 9 ადამიანი აერთიანებს.
გლოვის კედელთან მისულებს ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის დათა შომახიას ნახატებიც დახვდებათ. პედაგოგებმა და თანაკლასელებმა მას ღია ცის ქვეშ პერსონალური გამოფენა მოუწყვეს.