საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

12 ოქტომბერი 2021, 10:38 882 ნახვა

12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 37 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1623 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით 47 723 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 225, იმერეთი – 1 060, ქვემო ქართლი – 256, შიდა ქართლი – 349, გურია – 156, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493, კახეთი – 617, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 563, აჭარაში – 402, იმერეთში – 1 119.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში – 334, აჭარაში – 77, იმერეთში – 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 221 – აჭარაში.

21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – შვიდი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში