ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

16 ივლისი 2024, 16:17 1768 ნახვა

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი