ხულოს მუნიციპალიტეტის მერია სპორტული ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობას განაგრძობს. ამ დროისთვის სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ირემაძეების მინი სპორტულ დარბაზს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა კაბინეტები, დარბაზი, შიდა და გარე სივრცეები, სველი წერტილები, იცვლება ელექტრო და წყალგაყვანილობები. სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, რომლისთვისაც თვითმმართველობამ 90 ათას ლარამდე გაითვალისწინა.