აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

11 ოქტომბერი 2021, 22:39 1871 ნახვა

ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს. ასევე, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი კომპენსაცია. 

ამასთან, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ბათუმში, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი