პრო-ევროპული პროტესტი პოლონეთში

11 ოქტომბერი 2021, 19:42 849 ნახვა

პოლონეთში ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებას, რომელიც პოლონეთის კონსტიტუციას ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესად აცხადებს.საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში. ვერდიქტში ნათქვამია, რომ პოლონელი მოსამართლეები არ უნდა დაეყრდნონ ევროკავშირის კანონებს, რადგან ევროკავშირის კანონი არ არის უპირატესი. თავის მხრივ, მმართველი პოლიტიკური პარტიის ინფორმაციით,  ევროკავშირიდან გასვლის საკითხი არ განიხილება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში