ტრაგედიისას დაღუპული კიდევ ერთი ოჯახის ორი წევრი- დედა მაია თოდუა და შვილი დათა შომახია წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარშია დასვენებული.
ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით დაღუპულების პანაშვიდი ხვალ გაიმართება , სამშაბათს კი ტაძრიდან გაასვენებენ. ეკლესიებში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები ტარდება.