ბათუმში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები ტარდება ეკლესიებში. წმინდა ბარბარეს ტაძარში დაღუპული დედა-შვილი შომახიები არიან დასვენებულნი.
ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით დაღუპულების პანაშვიდი ხვალ გაიმართება და სამშაბათს ტრაგიკულად დაღუპულებს ტაძრიდან გაასვენებენ. ტაძარში გარდაცვლილების ახლობლები და ნათესავები არიან შეკრებილები.