ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი დილიდან პოლიტიკოსების შეფასების საგანია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ''ნაციონალური მოძრაობის'' და სხვა ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას, მმართველ გუნდში კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პრემიერის ეს წერილი არამხოლოდ კონკრეტულად სააკაშვილს, არამედ მთელ ''ნაციონალურ მოძრაობას'' ეხება.