დატბორილი ქუჩები და სახლები ბათუმში

04 ოქტომბერი 2021, 15:10 859 ნახვა

12  დღის შემდეგ ბათუმი ისევ დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად  წყალი დგას რამდენიმე ქუჩაზე.  სახლებში წყალი ისევ შევიდა, რის გამოც სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.  ათეულობით ოჯახმა ითხოვა დახმარება, რეკავენ მაშველებთან და ბათუმის  წყალში.  

არადა, ჯერ ბათუმის მერიას არ დაუთვლია გასულ დღეებში სტიქიისგან მიყენებული ზიანისა და ზარალის ოდენობა, შესაბამისად  იზრდება დაზარალებული ოჯახების რიცხვი, რომლებიც დახმარების მოლოდინში არიან ისევ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში