მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

04 ოქტომბერი 2021, 11:47 15541 ნახვა

რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები  დღეს  ყოფილ პრეზიდენტს მოინახულებენ. იურისტების თქმით,  მიხეილ სააკაშვილს გაესაუბრებიან ყველა იმ საკითხზე, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს. მათივე ინფორმაციით,  ექსპრეზიდენტთან შესვლას დაკავების დღესაც ითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება არ მისცეს და მიზეზად არასამუშაო საათები დაასახელეს.

დღესვე რუსთავის ციხესთან დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის სოლიდარობის ნიშნად დაგეგმილია აქცია - თავისუფლება მიშას!  ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებენ.

კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხება, დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლო  ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.  სწორედ  ცომაიას ბინაში  დააკავეს  მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი