50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

30 ნოემბერი 2016, 00:00 3102 ნახვა

ხელვაჩაურში,  მცხოვრებ  50 ეკომიგრანტს ოჯახს აჭარის მთავრობამ ბინები  გადასცა.  ორი ხუთსართულინი კორპუსი სოფელ კაპრეშუმში პირველი კატეგორიის ეკომიგრანტებისთვის აშენდა,  რომლებიც  მიწისძვრის  და მეწყრის  შედეგად  საცხორებლის გარეშე დარჩენენ.   ასეთი სულ 89 ეკომიგრანტი იყო,  მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი 50 ოჯახი ხელვაჩაურის გამგეობაში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ  კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია.  ბინების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.  მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხულოსა და ბათუმში კიდევ  133 ბინიანი სახლები შენდება, სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის   პრიორიტეტად რჩება. ეკომიგრატებს  ბინების გადაცემა  აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა  მინისტრებთან   ერთად მიულოცა. ფართობების  გადაცემას ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრი სოზარ სუბარიც ესწრებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი