,,ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში.
ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა“ - ამ შინაარსის წერილს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან აგზავნის.
ხელნაწერ წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტია, რომელიც პატიმრობაშია, ამბობს, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა განაჩენს, რომელიც მის მიმართ გამოიტანეს, არ აღიარებს.
მიხეილ სააკაშვილი მის დაპატიმრებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და დაკავებიდან მალევე შიმშილობა გამოაცხადა.