გაერთიანებული ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენაბაზე საუბრობს

01 ოქტომბერი 2021, 14:31 753 ნახვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა ოპონენტებზე, მოსყიდვა და სიების შეგროვება - გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი „ქართული ოცნების“ უკანონო დავალებებს ასრულებს და მათ შორის ცესკო.

თამარ კორძაიას თქმით, ოპოზიციაზე თავდასხმა გრძელდება და გუშინ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ქართული ოცნების აქტივისტებმა, მისი თქმით, სცემეს სოფელ სადახლოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ქველაძე. ოპოზიცია  ცესკოში საჩივრების შეტანას აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში