საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე პანდემიის ზეგავლენით გაიზარდა - ნათია თურნავა

27 სექტემბერი 2021, 13:43 1282 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო მსოფლიოს 180 მილიონზე მეტი ღარიბი შეემატა.

ნათია თურნავას განმარტებით, საქართველო გამონაკლისი არ არის და უმუშევრობა და სიღარიბე პანდემიის ზეგავლენით გაიზარდა

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ეტაპობრივად, სიღარიბის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაგრძელდება.

„ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში არ ვართ. ვართ პანდემიის პირობებში და ძალიან ბევრი რამ პანდემიის ბრალია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში