24 საათში 13 580 ადამიანი აიცრა

25 სექტემბერი 2021, 15:05 743 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 38 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი   1 597-ით გაიზარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი  4.65% -შეადგენს. ვირუსი ბოლო 24 საათში 1 189 ადამიანმა დაამარცხა.

რაც შეეხება აჭარაში არსებულ ვითარებას.  ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გვაქვს, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კრიტიკულად იმყოფება 14 ადამიანი.

ბოლო 24 საათში 13 580 ადამიანი აიცრა. რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი კი 12-14 ათასის ფარგლებშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი