​აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგებს გაეცნო

24 სექტემბერი 2021, 20:45 1259 ნახვა

სტიქიის მესამე დღე აჭარაში. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმსა და ყოროლისთავში მიმდინარე გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო და  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

პრესამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება და მობილიზებულია ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე. აჭარაში მოქმედებს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომლის მუშაობაშიც ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი