ბათუმში ქუჩების ნაწილი ისევ დაიტბორა

24 სექტემბერი 2021, 20:40 1673 ნახვა

ძლიერი წვიმა და ისევ დაზარალებული მოსახლეობა. ბათუმში განსაკუთრებით ე.წ ჭაობის დასახლება დაიტბორა. წყალი საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ობიექტების პირველ სართულებზე შევიდა, დაუზიანდათ ტექნიკა.

ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ დამცავი კედელი მოანგრია და სულაბერიძეების სახლს საძირკველი გამოაცალა. ჯამში ბათუმში 300-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. შეფერხებული იყო ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში