აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია - რეაბილიტაციისთვის. მიმდინარეობს ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის და ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაცია.
უკვე დასრულდა ბათუმის წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია და წელსვე იგეგმება ხინოს სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაცია.