სტიქიის შედეგად ბათუმში არაერთ ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. ამჯერად ძირითადად პრობლემები შეიქმნა თავდადებულისა და სააკაძის ქუჩების ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილებაც გართულებულია. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ ნიჟარაძის ქუჩაზე დამცავი ჯებირი მოანგრია, რის გამოც ერთ-ერთ სახლს საძირკველი გამოაცალა.