სარფის საბაჟო გამშვებ - პუნქტში ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეფერხდა. საქართველო-თურქეთის საზღვარზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები თურქეთის მხარემ დაიწყო. საბაჟოზე 6-ის მაგივრად 2 გასასვლელი იმუშავებს. ერთი ქვეყნიდან გამსვლელ მგზავრებსა და ავტომობილებს მოემსახურება, მეორე კი შემომსვლელებს. შემოსავლების სამსახურში ზუსტი ინფორმაცია თუ როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები ჯერ არ აქვთ.