გაიხსნება თუ არა კოვიდუბნები

21 სექტემბერი 2021, 13:24 950 ნახვა

იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდუბნები აუცილებლად შეიქმნება, რათა კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ,  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, კოვიდუბნების საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინა სხდომაზე იყო გამოტანილი და საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.

მისივე განმარტებით, დღეს, აღნიშნულ საკითხს ხელმეორედ განიხილავენ.

'' დადგენილებას არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა - 11 ხმა მიიღო, როდესაც სჭირდებოდა 12. კოვიდუბნების საკითხი ჯერჯერობით ღიაა, თუმცა დღეს საღამოს არის ცესკო-ს სხდომა, სადაც ეს საკითხი ხელმეორედ გამოდის და იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდუბნები აუცილებლად შეიქმნება, რათა კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში