''ქართული ოცნების'' სოციოლოგიური კვლევის შედეგები როგორც პარტიაში აცახდებენ, ასე გადანაწილდა. ბათუმში მმართველი პარტია ლიდერობს 49,2%-ით, მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 29.8%-ით, ხოლო პარტია ''საქართველოსთვის“ 4.1% აქვს.
ცენტრალური ოფისის შემდეგ, ბრიფინგი გაიმართა ბათუმში ქართული ოცნების ოფისში.თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი რეგიონში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. პარტიის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბრის პერიოდში. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3 % -ია.