გახმაურებული და სკანდალური პროექტის კიდევ ერთი სავარაუდო უკანონობა. „ბათუმი ამბასადორმა“ დაწყებული მშენებლობა კიდევ ერთი სართულით გაზარდა. არადა, კომპანიას ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა აქვს, რომელსაც ისედაც აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორში. დავა კი სასამართლომდეა მისული. მშენებლობის პროცესში დარღვევებზე საუბრობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.