ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

20 სექტემბერი 2021, 10:30 1748 ნახვა

მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა

ზურაბ ქავთარაძე 1996 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2002 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო სარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს სპეციალობით.

გადაღებულია ფილმებში:

"წიგნი ფიცისა"; ,,ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი“; „ჭერი“; „მოვკლათ მეფე“; „მონანიება“; „ნეილონის ნაძვის ხე“; „ვირთხა“; „უძინართა მზე“; „იავნანამ რა ჰქმნა“; „ლეონარდო“; „იღბლიანი“; ,,იყო და არა იყო რა“; „ჩიხი“; „ცხელი ძაღლი“; „დუბ D”; „ახლობელი მტერი“; „თორმეტი მსაჯული“; „ბოლო სადგური“; „სოლომონი“; „კაცი“; „ნამე“.

გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; "ტრიუმფი", "დუბლ D", "ტაო-კლარჯეთი", "კიშინოვური პორტრეტები", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", "კულისებიდან კულისებში", "ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი", "იყო და არა იყო რა"; ,,კომენტარის გარეშე“; „ბათუმური ქრონიკები“; „ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაბრუნდები“; „მემთივრეები“; „ზექერია“; „დაკარგული საქართველო“; „ყურმოკრული ამბავი“

ზურაბ ქავთარაძემ 2005 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი მიიღო ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში