აქცია სუსთან ე.წ. „სუსის ფაილებზე“

17 სექტემბერი 2021, 20:00 781 ნახვა

უკანონო მოსმენები  გააპროტესტეს დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა  ბათუმში. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია - პერფომანსი გამართეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გენრი დოლიძე ფონეიდოსკოპით იყო, როგორც ამბობს სამედიცინო ინსტრუმენტი ტოტალური მოსმენების სახასიათოდ,  სიმბოლურად შეარჩია.

მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით  “ ნუ ისუსუები”, “აბა გისმენ”.  დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჟურნალისტებმა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი მოსმენები შეახსენეს, რაზეც რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ დღესაც ისინი უსმენენ ვინც ყოფილი ხელისუფლების დროს და მათ შორის  დაასახელა   „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის დროს  აღნიშნულ სისტემას წარმოადგენდა და  უკანონო მოსმენებს თავად ხელმძღვანელობდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი