სოფელ კირბალთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი გაათავისუფლეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
"მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება ერთი საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.
საქართველოს მოქალაქე სოფელ კირბალთან დღეს გაიტაცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
.